დეკემბერში გაიმართება (5-24 დეკემბერი, კვირაში 2 დღე, 2 საათი) ელექტრონული სწავლების ტრენინგები.
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები შექმნიან ელექტრონულ კურსებს და განათავსებენ ელექტრონული სწავლების პორტალზე http://e-learning.tsu.ge/
ტრენინგების შინაარსი:
ელექტრონული სწავლება
ელექტრონული კურსის აგების პრინციპები და ვირტუალური სასწავლო გარემოს შექმნა
ელექტრონული რესურსები, ვებ 2.0.
სტუდენტებთან ურთიერთობა ვირტუალურ გარემოში
ტრენინგებზე დასწრების წინაპირობაა:
საბაზისო კომპიუტერული კომპეტენცია (ინტერნეტში ნავიგაცია, საოფისე პროგრამები)
11.02.11. შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია ელექტრონულ სწავლებაზე
11 მარტს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონულ სწავლებაში პირველი საუნივერსიტეტო კონფერენცია ჩატარდება.
ელექტრონული სწავლების შიდასაუნივერსიტეტო კონფერენცია.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელექტრონული სწავლების პროგრამის ფარგლებში ცხადდება განაცხადების მიღება ელექტრონული სწავლების შიდასაუნივერსიტეტო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებისათვის.
29.11.10-4.12.10 "კოოპერაცია და საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა ინოვაციისა და ელექტრონული სწავლების სფეროში ესტონეთისა და საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში"